წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია


წმ. მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესია გლდანში


ტაძრის მშენებლობას სათავეში ჩაუდგა მამა დავითი (დათუაშვილი), რომელიც ამჟამად მოღვაწეობს გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. ის საკუთარ მრევლთან ერთად თავდაუზოგავად შრომობს და სწორედ ამის შედეგია ის, რომ მცირე ბაზილიკის მშენებლობა უკვე დაწყებულია. თითოეული ადამიანი, ვინც მიიღებს მონაწილეობას ამ დიდ საქმეში, აღასრულებს ყველაზე დიდ საღვთო სწავლებას ქველმოქმედების შესახებ. ნებისმიერი სახის თანადგომა და დახმარება მნიშვნელოვანია.
ანჩისხატი

ბეთანიის მონასტერი
ბეთანია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მონასტერი მდებარეობს ნასოფლარ კვესეთთან, თბილისის დასავლეთ ნაწილში, დიდგორის რაიონში, მდინარე ვერეს ხეობაში, მის მარჯვენა მხარეს.მონასტერი ორი ეკლესიისგან შედგება. წმინდა გიორგის სახელობის მცირე ბაზილიკა 1196 წელსაა აშენებული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და XII-XIII საუკუნეებშია აშენებული.ბეთანია ტრადიციულად წარმოადგენდა ქართველი ფეოდალების - ორბელიანების - საგვარეულო სამარხს. ტაძრის ხელახლა აღმოჩენა გრიგოლ ორბელიანს უკავშირდება. ამ უკანასკნელმა ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა ბეთანიის მონასტერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო. XIX საუკუნის ბოლოს ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდაXX საუკუნეში ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი ბერები მამა გიორგი (მხეიძე) და მამა იოანე (მაისურაძე), რომლებიც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.მონასტრის მთავარი ტაძარი გეგმით სწორკუთხედია. გუმბათი ოდნავაა გადანაცვლებული აღმოსავლეთისაკენ და მნიშვნელოვნადაა ზემოთ აზიდული. სამხრეთი შესასვლელის წინ ვარსკვლავისებრი კამარით გადახურული კარიბჭეა. ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვით, ხოლო კედლებისა და გუმბათის ყელის აგურის წყობა გვიანდელი რესტავრაციის დროინდელია. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი ტრადიციული ნიშები მოჩუქურთმებული თავსართით უკავშირდება შუა სარკმელს. მოჩუქურთმებულია სარკმლის საპირეებიც.
ტაძარში დაცულია კედლის მხატვრობა, რომელიც ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების გარკვეული ეტაპის - XII-XIII საუკუნეების მიჯნის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. მხატვრობა გამოირჩევა შესწულების მაღალი ოსტატობით. საკურთხევლის კონქში მოთავსებული იყო "ვედრების" კომპოზიცია (შემორჩენილია მხოლოდ ტახტზე მჯდომი ქრისტეს ფიგურის ფრაგმენტები). საკურთხევლის აფსიდის კედლებზე გამოსახული არიან წინაწარმეტყველები, რომელთაც ხელში ქართულწარწერებიანი გრაგნილები უჭირავთ. გუმბათის მოხატულობა ერთიანად შელესილია. ჩრდილოეთი კედელი ეთმობა მაცხოვრის ვნებათა ციკლს, ხოლო სამხრეთი კედელი - ძველი აღთქმის სცენებს. ფრაგმენტების მიხედვით დასავლეთი კედელი ეკავა განკითხვის დღის კომპოზიციას.
თამარ მეფის, ლაშა-გიორგისა და გიორგი მესამის ფრესკები ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე
რელიგიური შინაარსის სცენების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიულ პირთა - გიორგი III-ის, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის პორტრეტებს. მოხატულობა შესრულებულია თამარის სიცოცხლეში, გიორგი ლაშას თანამოსაყდრედ გამოცხადების ხანაში, დაახლოებით 1207 წელს. ბეთანიის ეკლესიაში არსებული თამარ მეფის ფრესკა ერთ-ერთია საქართველოში არსებული მისი ოთხი ფრესკიდან.
ბეთლემი

უბანს სახელი ეწოდა აქ მდებარე ბეთლემის (ზემო ბეთლემის) ეკლესიის, თვით ეკლესიას კი — ქრისტიანთა წმინდა ადგილის (ბეთლემი, პალესტინა) მიხედვით. გადმოცემით, ამ ადგილზე პირველი ეკლესია V ს. ბოლოს მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო. აქვე ყოფილან დაკრძალულნი მისი დედა და და.ზემო ბეთლემის (თავდაპირველად ბეთლემი, შემდეგ ფეთხაინი) მაცხოვრის შობის ტაძარი (ბეთლემის აღმ. № 15) XVIII-XIX სს. სახით არის მოღწეული. ამ ადგილას ღვთისმშობლის ეკლესია თბილისელ სომხებს XV ს.-ში აუგიათ. XVIII ს.-ში ეკლესია საფუძვლიანად განაახლეს. ეკლესიის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი შესაწირი 1740-იან წწ. გივი ამილახვარმაც გაიღო. ეკლესიას სომხები ფლობდნენ, თუმცა მას ქართველებიც წმინდა ადგილად თვლიდნენ და ამიტომ ქართული მრევლიც ჰყავდა. 1884 წ. ეკლესია კაპიტალურად შეაკეთეს, განაახლეს ფასადი და აღმართეს ახალი გუმბათი. საბჭოთა პერიოდში ეკლესია არ მოქმედებდა. 1994 წ. გადავიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფლობელობაში და მაცხოვრის შობის სახელზე ეკურთხა.

ტაძრის ფასადებიდან ყველაზე მეტად ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის მხარეები გამოიყოფა. ჩრდილოეთით ზოგიერთ სარკმელს დაბალ რელიეფში შესრულებული ორნამენტული საპირე შემოუყვება, აქვე მოცემულია სერაფიმთა რელიეფური გამოსახულებები. გუმბათზე, ამავე მხარეს, მიჯაჭვული ლომის გორელიეფური ფიგურაა მოცემული. აღმოსავლეთით საკურთხევლის სარკმელს ჩუქურთმიანი საპირე შემოუყვება, მის ქვემოთ კი სწორკუთხა შეღრმავებაში ასევე ორნამენტით შემკული ლილვი გამოიყოფა. პასტოფორიუმების სარკმლების საპირეები სადაა, თუმცა მათ ქვემოთ განედლებული ჯვრის გამოსახულებიანი ფილებია ჩასმული. ასეთივე ჯვარია მოცემული ფრონტონის კეხის ქვეშაც. შედარებით სადადაა გადაწყვეტილი დასავლეთ ფასადი. ფრონტონთან აგურის წყობის ჩაღრმავებით ჯვარია გამოყვანილი. სამხრეთის-კლდის მომიჯნავე ფასადი სრულიად შეუმკობია. ყრუ კედელზე ერთადერთი სარკმლის ღიობი აღმოსავლეთითაა გაჭრილი. ეზოში, აღმოსავლეთ კუთხეში XVII საუკუნის, თაღებით გახსნილი სამრეკლო დგას. პირველი ორი სართული აგურისაა, მესამე ქვისაა და ახლად დაშენებული.ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია (ბეთლემის აღმ. № 3) 1725-1727 წწ. ირანიდან გადმოსახლებულმა სომხებმა ააშენეს და წმ. სტეფანეს სახელი (სომხ. სურბ-სტეფანოზი) უწოდეს. მის ნაცვლად 1868 წელს გუმბათიანი ეკლესია აშენდა, რომელიც 1910 წელს განაახლეს. 1988 წლიდან ტაძარი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის.
„ჩაწერილი ჯვრის“ ტიპის ეკლესია აგურითაა ნაშენი და ქვით მოპირკეთებული აგურის ციტადელზეა აღმართული. გუმბათი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. აბსიდი ნახევარწრიულადაა შვერილი. ფასადი დეკორატიული თაღებითა და მაღალი, სწორკუთხა შეღრმავებებითაა დანაწევრებული. გუმბათის სარკმლები თაღებშია ჩაწერილი. მათ ზემოთ კედლის სიბრტყეში მართკუთხა ჩაღრმავებები და ასევე აგურის წყობით გამოყვანილი წრეები გუმბათს სარტყელივით შემოუყვებიან. ტაძარში შესასვლელი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდანაა მოწყობილი. ჩრდილოეთის კარისკენ ქვის ფართო, ორმხრივი კიბე მიემართება. თაღოვან საპირეში მოქცეული რკინის კარის თავზე - ლუნეტში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ფერწერული გამოსახულებაა. დასავლეთით ტაძარს საცხოვრებელი სახლი ებჯინება, რომელიც შესასვლელი კარის წინ აღმართულ მძლავრ ბოძებს ეყრდნობა, ხოლო ფასადის ზედა ნაწილს უშუალოდ ერწყმის კიდეც. ინტერიერის მოხატულობა 1991-1997 წწ. მხატვრების - დ. ხიდაშელისა და მ. ჩაკვეტაძის მიერაა შესრულებული.ბეთლემის კიბე-ქუჩა 120 საფეხურს ითვლის, ბეთლემის უბანში კლდეს აჰყვება და ზემო ბეთლემთან მთავრდება. მის შუა წელზე ქვემო ბეთლემი მდებარეობს. კიბის პროექტი 1850 წ. თბილისის საგუბერნიო არქიტექტორმა ტიმოთე ბელოიმ შეადგინა. პროექტში კიბეს მიუყვებოდა სვეტებზე მოწყობილი სახურავი, მაგრამ პროექტი ბოლომდე არ განხორციელდა და ამასთან, კიბის ტრასაც ნაწილობრივ შეიცვალა.
დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია
დიდუბის ღმრთისმშობლის ეკლესია — მდებარეობს ა. წერეთლის გამზირზე, დიდუბეში, თბილისი.
შუა საუკუნეებში დიდუბეში, რომელიც ქალაქის სანახებს წარმოადგენდა, მეფის სასახლე იდგა. აქვე იყო ეკლესიაც, რომელშიც 1189 წელს დაიწერეს ჯვარი თამარ მეფემ და დავით სოსლანმა. საეკლესიო ტრადიციით, დიდუბის ეკლესიის მთავარი, ღმრთისმშობლის ხატი თამარ მეფის მიერ არის შეწირული. 1760 წელს ეკლესია ლეკების შემოსევის დროს დაზიანდა, მაგრამ მალევე შეკეთდა. 1795 წელს ის დაანგრია აღა მაჰმად ხანის ლაშქარმა. 1880-84 წლებში მღვდელ პეტრე იმნაძისა და დეკანოზ ბესარიონ ზედგინიძის ძალისხმევით, მეცენატ გიორგი ქართველიშვილის შემწეობით დიდუბის ღმრთისმშობლის ეკლესია ხელახლა აშენდა (გუმბათი 1889 წელს დასრულდა). მისი არქიტექტურა ე. წ. რუსული სტილის ნიმუშია. ინტერიერი მოიხატა 1978 წელს (ალ. ბანძელაძის მიერ). სამლოცველო ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით აიგო 1900 წელს.
ეკლესიის გვერდით არის პანთეონი, რომელშიც დაკრძალულნი არიან ისტორიკოსები პლატონ იოსელიანი, დიმიტრი ბაქრაძე და მიხეილ თამარაშვილი, მწერლები და პოეტები გიორგი წერეთელი, არტურ ლაისტი, პაოლო იაშვილი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე არჩილ ჯორჯაძე, კომპოზიტორი დიმიტრი არაყიშვილი, მხატვარი დავით კაკაბაძე და სხვანი.ახლანდელი ეკლესიის მიდამოებში ძველად საძოვრები იყო. ერთ კეთილმორწმუნე მწყემსს, რომელიც დიდუბეში აძოვებდა სამწყსოს, დასიზმრებია ანგელოზი, რომელსაც უუწყებია: „დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას, ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია დასვენებული. მიდი, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო.“
მეორე დღეს მწყემსმა თავისი ხილვა დედ-მამას და თანასოფლელებს უამბო. ხატის ხილვა ყველამ მოისურვა, მათ შორის ერთმა ბრმა მოხუცმა, რომელსაც იმედი მიეცა-ღმერთი ჩემზეც მოიღებს წყალობას და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მადლით თვალის სინათლეს დამიბრუნებსო. მთელი სოფელი გაემართა მინიშნებული ადგილისკენ, თუმცა ბრმა მოხუცი, მისი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ამ ლიტანიობაზე არ წაიყვანეს, მაინც ვერაფერს დაინახავსო. შინ დარჩენილ მოხუცს სასოება არ დაუკარგავს. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს „გიხაროდენ“ უგალობა და მხურვალედ შეევედრა: „ნათლის მომცემელისა ქრისტეს მშობელო ყოვლადუბიწოო დედოფალო, ნუ შეურაცხ-ჰყოფ გულითადსა ამას ვედრებასა ჩემსა და მეოხ-მეყავ წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა, რათა ნათლითა თვისითა განმანათლოს მეცა, ცოდვითა დაბნელებული ესე, და ღირს-მყოს ხილვად და თაყვანისცემად დიდებულსა ხატსა შენსა!“
მოხუცი ბრმის ვედრება შეისმინა მოწყალე ღმერთმა და დიდუბის სანახებში მობრძანებული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის განსადიდებლად მეყვსეულად განკურნა იგი. გახარებული მოხუცი ტაძრისკენ გაემართა, რათა თაყვანი ეცა სასწაულმოქმედი ხატისთვის. ამ სასწაულმოქმედებით განდიდებული ხატის თაყვანისსაცემად მრავალმა მომლოცველმა დაიწყო დენა მთელი საქართველოდან და უცხოეთიდან.
ხატის სასწაულებრივი პოვნის ადგილას ნიში აღუმართავთ, ხატი იქ დაუსვენებიათ და თაყვანი უციათ. მალე ნიშის ადგილას ეკლესია აუგიათ, რომელმაც XIX საუკუნემდე მოაღწია (პლ. იოსელიანი).
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის განსადიდებლად ორშაბათი დღე დადგინდა. ამ დღეს წირვას მოებმის ღმრთისმშობლის საჯანმრთელო პარაკლისი.
ევსტათი მცხეთლის ეკლესია


პლატონ იოსელიანი ვერეს ეკლესიაზე წერს: „ღვთისმშობლის ეკლესია ვერაზე. იგი სამრევლო ეკლესია ყოფილა, რომელიც ძველად წმინდა ანდრია პირველწოდებულის მონასტერს (ლურჯ მონასტერს) ექვემდებარებოდა... ეკლესია იდგა მოსკოვის საგუშაგოსთან, მისი სახელი ჩვენთვის უცნობია, შემორჩენილია მხოლოდ ორი დანგრეული კედელი და ყოფილი ქვის წმიდა ტრაპეზის ძირი“. შემდეგ ისტორიკოსი ამბობს, რომ ამ სალოცავის აღდგენა შესაძლებელი და აუცილებელია, რადგან მზარდ მოსახლეობას ამ ადგილებში ეკლესია არა აქვს.
ეჩმიაძინი

შენობა აგურისაა. ის ძირითადად იმეორებს შუა საუკუნეების ქართული და სომხური ეკლესიების სტრუქტურას, თუმცა ფასადთა გაფორმებაში და ინტერიერის ცალკეული ფორმების დამუშავებაში ჩანს კლასიციზმის გავლენაც. ოთხი მრგვალი გუმბათქვეშა ბურჯი კანელიურებით არის დაღარული. შიგნით შენობა მთლიანად შელესილია. გუმბათის ნახევარსფეროსა და აფრების მოხატულობა შესრულებულია XIX ს-ის II ნახევარში.
ეკლესიის აღმოსავლეთ სკვერში დგას ქვაჯვარი, რომელიც სომეხმა ერმა მიუძღვნა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.
თბილისის ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია

2003 წელს ტაძრის ეზოში, აღმოსავლეთით, დაარსდა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა.
წმინდა სამების საკათედრო ტაძარი


წმ. სამების საკათედრო ტაძრის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადი ასევე საკმაოდ რთული კონსტრუქციითაა გადაწყვეტილი. ტაძრის ფასადის მორთულობის მხრივ, აღმოსავლეთ ნაწილი ყველაზე მდიდრულადაა გადაწყვეტილი. აღმოსავლეთ შუა შვერილზე თითქოსდა მიდგმულია მრავალწახნაგა აფსიდი, რომელზეც მასიური ჩუქურთმადამშვენებული ჯვარია გამოსახული. ოთხივე ფასადი მრავალფეროვანი ჩუქურთმის მწკრივითა და თაღებითაა შემკული.იგი ძირითადად ორი ნაწილისაგან შედგება - მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებისაგან. საერთო სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით 86.10 მეტრია (უშუალოდ ჯვარი 7,5 მეტრის სიმაღლისაა). ლავრის მიწისქვეშა ნაწილში ორი სართული მდებარეობს. ტაძრის ფუნდამენტი -14,07 მეტრის სიღრმეზეა (ქვედა სართულის იატაკი -13,07 მეტრზეა. ამას ემეტება 1 მეტრიანი ფუნდამენტი). წმ. სამების ტაძრის საერთო სიმაღლე, ამ მონაცემებით, 100,17 მეტრია (86.10+14.07). წმ. სამების ტაძრის სიგრძე 70,450 მეტრი, სიგანე კი 64,68 მეტრია.
Комментариев нет:
Отправить комментарий